სააკაშვილი ლაზიკას აშენებს. ასაშენებელ ფულს, ჯერ არ იცის, საიდან მოიტანს!
პოზიცია - 13:32, 29 Sep, 2012     977
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ზუგდიდში წასვლამდე სიზმარი ნახა და დილით მისი განხორციელებაზე ფიქრი გზაშივე დაიწყო. ამასვე ადასტურებს ქართული ოპოზიციის შეფასებები პრეზიდენტის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა სისულელეა და ჟურნალისტები როცა ამ თემაზე სერიოზულად მსჯელობას იწყებენ, მის პიარს ახორციელებენ. რაც შეეხება ამ საპრეზიდენტო ინიციატივის რეალიზებას, გუგავასთვის ეს მორიგი სიგიჟე და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ასაყვირებლად შემოგდებული თემაა, რათა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. პროექტი მიმზიდველია .მომავალი წლის გაზაფხულიდან გრანდიოზული ქართული ქალაქის მშენებლობა იწყება, საქართველოს იმ კუთხის სახელით, რომელიც ქვეყანამ რამდენიმე საუკუნის წინ დაკარგა და იმ კუთხის სიახლოვეს, რომელიც 20 წელია ჩვენი აღარ არის. სააკაშვილის გეგმით, ლაზიკა ანაკლიას და ყულევს შორის გაშენდება. პრეზიდენტის სიტყვაში სამი მესიჯი გაისმა: პირველი, საქართველოს ორი დაკარგული ტერიტორია ერთ კონტექსტში მოექცა, მათ კი შესაძლოა ის აერთიანებდეს, რომ ორივე უიმედოდ და სამუდამოდ დაკარგულია, მეორე – ლაზიკა იქნება სოხუმზე დიდი ქალაქი, როგორც ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა; და მესამე – დევნილები, რომლებიც ვერ მკვიდრდებიან საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც აფხაზეთიდან მოშორებულია, წავიდნენ და დამკვირდნენ ახალ ქალაქში, აფხაზეთთან ახლოს – სოხუმზე, გაგრაზე, გუდაუთაზე, ბიჭვინთაზე, განთიადზე დიდ, ლამაზ და თანამედროვე ქალაქში.
პრეზიდენტის გათვლით მისივე ინიციატივით შექმნილ ქალაქში 10 წელიწადში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს. სააკაშვილისვე აზრით, ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შემდეგ და მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მასშტაბური სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება, აშენდება ახალი საზღვაო პორტი ანაკლიის გასწვრივ. ახალი ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადდება ასევე კონკურსი არქიტექტორებისთვის.
ქართულ ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ვერც ერთი გრანდიოზული სამშენებლო პროექტი ვერ გახდება აფხაზეთის დაბრუნების, აფხაზეთში ქართველების დაბრუნების ალტერნატივა. ისინი თვლიან, რომ ქართული სახელმწიფო პრეზიდენტისგან აფხაზეთის დაბრუნებას ელის და არა აფხაზეთის სუროგატის შექმნას. ექსპერტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაპიარებული ქალაქ ლაზიკის პროექტი მოპარულია, თან მოპარულია ამერიკული კომპანიისგან, რომელსაც ლაზიკა სულ სხვა სახითა და დანიშნულებით ჰქონდათ წარმოდგენილი! ამერიკელი ავტორები ამ პროექტის წართმევისთის სტრასბურგში ჩივილს აპირებენ. ცნობილია, რომ საქართველოს საელჩოში შეტანილი პროექტი სააკაშვილს გაეგზავნა, ხოლო დაფინანსებისთვის ქართულ მხარეს მსოფლიო ბანკისთვის უნდა მიემართა. მსოფლიო ბანკს არც პროექტი მიუღია და არც რაიმე ინფორმაცია,მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის გეგმა და პროექტი არსაც არ დევს, მისი აშენების ბრძანებულება არც საქართველოს პრეზიდენტს გაუცია და არც ინიციატივა გასცილებია ზეპირ განცხადებას. კულუარებში კი საუბრობენ, რომ მომავალი ბიუჯეტი ხარჯებს გაითვალისწინებს და პროექტში ახალი ქალაქისათვის 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამას დაუმატებენ თურქი და აზერბაიჯანელი ინვესტორების ფულს, რომლითაც ქალაქის ინფრასტრუქტურას გამართავენ. აშენება და ინფრასტრუქტურის გამართვა სავარაუდოდ, მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს დაევალება. პრეზიდენტის ინიციატივების გაპროტესტება კი კატეგორიულად იკრძალება. მოსალოდნელია დიდი სკანდალი და შესაძლოა, აქ ჩადებული ფული ინვესტორს სულ დაეკარგოს. პროექტ «ლაზიკას» თავდაპირველი მიზნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ კოლხეთის ჭაობს მძიმე ტექნიკა მიაყენა და მისი ამოშრობისთვის მზადება დაიწყო. ჭაობებს სპეციალური, ე. წ. რამსაარის კონვენცია იცავს, მათი ამოშრობა კი იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს! პოლიტიკოსთან და ექსპერტთა განცხადებით, ლაზიკის აშენება არა მხოლოდ გაუმართლებელი, არამედ შეუძლებელიცაა. კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც პრეზიდენტის თქმით, ქალაქი ლაზიკა უნდა აშენდეს, დაახლოებით 29.000 ჰა ხმელეთის ნაწილს და 14.000 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. წყაროების მიხედვით, ეს ადგილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტის შემორჩენილი ნაშთია, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ კაინოზოურ ხანაში ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული, გამყინვარების პერიოდის შემდეგ კი, რაც 10.000 წლის წინ მოხდა, აქ გავრცელდა და დღემდე შემორჩა შორეულ ჩრდილოეთის ჰავას შეგუებული მცენარეები.
1935 წელს ამ ადგილას, განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების არსებობის გამო, ნაკრძალი დააარსეს, 1996 წელს კი, მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროს რამსარის კონვენციას შეუერთდა, კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო მნიშვნელობის დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა.
კონვენცია, რომელსაც 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში 18-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მიზნად წყალჭარბი ტერიტორიების დაცვას, მათ გამოყენებასა და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას ისახავს.კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. კანონის მიღებიდან ორი წლის შემდეგ კი, კოლხეთის ეროვნულმა პარკმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს გლობალური დაცვის ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირება დაიწყო.
ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით, ახალი ქალაქის მშენებლობა სწორედ ამ ტერიტორიაზე იგეგმება. ”ჩვენ უკვე მომავალ წელს, გაზაფხულიდან, დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, ახალი პორტის მშენებლობას ანაკლიის გაყოლებაზე, სადაც არის ყველაზე კარგი კანიონი შავ ზღვაზე და ყველაზე ღრმა წყლები, ამიტომ მოსახერხებელია საზღვაო პორტის მშენებლობისთვის. ჩვენ გავიყვანთ გზებს, შევიყვანთ წყალგაყვანილობას იმ ნაწილში, სადაც ჭაობებია; დავაშრობთ ჭაობებს და რამდენიმე ათას ადამიანს უკვე მომავალ წელს დავასაქმებთ ამ ახალი ქალაქის მშენებლობაზე, შექმნაზე და საფუძვლის ჩაყრაზე”.
მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება გარემოს დამცველ ორგანიზაციებში განსჯის საგანი გახდა. არსებობს თუ არა მსგავსი პროექტი და მისი განხორციელების შემთხვევაში, რა ბედი ეწევა ნაკრძალად გამოცხადებულ ეროვნული პარკის ტერიტორიას? _ ამ კითხვაზე ფოთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “არგომედიას” ხელმძღვანელი, ირაკლი აბსანძე, რომელიც დიდი ხანია, გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს, პასუხობს, რომ “ამ ყველაფერში ლოგიკის პოვნა” უჭირს. მისი თქმით
“ეს არის გამყინვარების დროინდელი ეკოსისტემა, რომელიც მხოლოდ ორ ადგილას გვხვდება პლანეტაზე და განუზომლად უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე აეროპორტი ან თუნდაც დიდი ქალაქის მშენებლობა.

საინტერესოა ისტორიული კავშირებიც. იდეა პოპულარული ჯერ კიდევ 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო, ამის შესახებ მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა ღიად განაცხადა. მოგვიანებით კოლხეთის ჭაობების დაშრობის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ლავრენტი ბერიას. ზუსტად ერთი წლის წინ კი, კახეთში სტუმრობისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანალოგიური განცხადება გააკეთა.მხოლოდ ერთი განსხვავებით ჭაობების დაშრობა ლაზიკის სანაცვლოდ.
რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, სააკაშვილის «ლაზიკასგან» განსხვავებით, ამერიკული პროექტის მიხედვით, გარემოსაც და ადამიანებსაც პირდაპირი სარგებელი უნდა ენახათ. პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, მის მსოფლიო ბაზარზე გატანასა და, რაც მთავარია, დევნილი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებდა. თითოეული დევნილისთვის უფასო ბინა და კულტურული გარემო იყო გათვალისწინებული, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებით იქნებოდა აღჭურვილი. დევნილები არამარტო დასაქმდებოდნენ, არამედ ამ ახალი წამოწყებების მეწილეებიც გახდებოდნენ. საშუალო ხელფასი კი ამ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს 500-600 დოლარი უნდა ჰქონოდათ!წელიწადზე მეტი გავიდა და პროექტის ავტორებს ოფიციალურ დონეზე არავითარი პასუხი არ მიუღიათ, პროექტის შესახებ კი, მიხეილ სააკაშვილის საჩვენებელი პიარ-აქციების მიუხედავად, არც საქართველოს მთავრობაში, არც პრეზიდენტის კანცელარიაში ფარატინა დოკუმენტიც კი არ შექმნილა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკული მხარის მიერ მომზადებული პროექტი გვერდზე გადაიდო, ხოლო მასზე ხელის მოთბობის მსურველებმა თავად გადაწყვიტეს «ლაზიკის» საკუთარ ჭკუაზე მშენებლობა.

"გაზაფხულზე "ლაზიკას" მშენებლობა იწყება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცხადებული "თავზეხელაღებული" გეგმის განმხორციელებელი პირველი ინვესტორიც უკვე გამოჩნდა - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, "ლაზიკას" მშენებლობაში სერიოზულ ინვესტიციებს თავად ლაზები განახორციელებენ". რეალურად არავინ იცის, რამდენად დიდ კაპიტალს ჩადებს უცხოელი ინვესტორი ისეთი ქალაქის მშენებლობაში, რომელიც აფხაზეთის საზღვართან ასე ახლოსაა. არც ისაა ცნობილი, სურს თუ არა ვინმეს, ხელისუფლების ინიციატივას აჰყვეს, რომელიც ოსტაპ ბენდერი რომ ვასიუკის აშენებას ჰპირდება სოფლის ხალხს ამ აფიორას უფრო გავს, ვიდრე ახალი სინგაპურის აშენების სურვილს, გადაიქცევა თუ არა ანაკლია ინდუსტრიულ ცენტრად და გჩნდება თუ არა რეგიონში მეორე ინდუსტრიული ცენტრი ლაზიკას სახით ეს საკითხავია, ფაქტი კი ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა რომ ასაშენებელი ქალაქის მაკეტი უკვე შექმნილია და მას უახლოეს პერიოდში იუსტიციის სამინისტრო დაამტკიცებს.

ჟანა ასანიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42