სასამართლო მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის პროცესის გადაღების აკრძალვაზე საუბრობს
სამართალი - 17:18, 26 Dec, 2013     2153

ქუთაისის საქალაქო სასამართლო განცხადება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ნიუპოსტი" სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე, დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების - მოწმის ჩვენების - დეტალების აღწერას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, 25 დეკემბრის სასამართლო სხდომა აჭარის ა/რ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის - თეიმურაზ პატარიძის მოწმის სახით დაკითხვის ნაწილში დახურული იყო.

ამასთან, კანონის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

სასამართლო აცხადებს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე მიღებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ვალდებულება ვრცელდება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეზე, ასევე - დახურულ სასამართლო სხდომაზე დამსწრე ყველა პირზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა პირი, ადვოკატები, და უპირველეს ყოვლისა, პროკურორი და მთავარი პროკურატურა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და დაიცვან კანონისა და სასამართლოს მითითებები", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42