factcheck.ge-ის კვლევა: "ოცნებისა" და "ნაციონალების" სიცრუე და სიმართლე
საზოგადოება - 13:40, 26 Dec, 2013     2927

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტის factcheck.ge-ის კვლევის შედეგების თანახმად, 44 ფაქტიდან კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი ტყუილი თქვა. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარტიას ამ კუთხით მაჩვენებელი ნული აქვს. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში 51 ფაქტის სიზუსტე შემოწმდა.

უფრო კონკრეტულად სტატისტიკის მიხედვით, 44 ფაქტიდან "ქართული ოცნების" მიერ ნათქვამი 15 ფაქტი იყო სიმართლე, 8 - მეტწილად სიმართლე, 6 - ნახევრად სიმართლე, 11- მეტწილად მცდარი, 3 - მცდარი, 1 - ფაქტი კი ტყუილი.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრობას" 51 ფაქტიდან, 19 იყო სიმართლე, 11- მეტწილად სიმართლე, 10 - ნახევრად სიმართლე, 9 - მეტწილად მცდარი, 2- მცდარი. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" არც ერთ ფაქტთან მიმართებაში ტყული არ უთქვამს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების სიზუსტე თუ უზუსტობა. შედეგების მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილი 6 ფაქტიდან თქვა ერთი სიმართლე, 2 - მეტწილად სიმართლე, 2 - ნახევრად სიმართლე, 1 - კი ტყუილი. მეტწილად მცდარისა და მცდარის გრაფაში მარგველაშვილს მაჩვენებლი არ აქვს.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, 5 ფაქტიდან სიმართლეს შეესაბამებოდა ერთი, მეტწილად სიმართლეს - 1, ნახევრადსიმართლეს - 2, მეტწილად მცდარს - 1, მცდარი ან ტყუილი ფაქტი ბაქრაძეს არ უთქვამს.

ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში 5 ფაქტიდან სიმართლე იყო 1, მეტწილად სიმართლე- 1, მეტწილად მცდარი - 2, მცდარი კი ერთი, ტყუილის გრაფაში ბურჯანაძესაც მაჩვენელი არ აქვს.

გიორგი თარგამაძის მიერ ნათქვამი 7 ფაქტიდან კი სიმართლეს შეესაბამებოდა 1, მეტწილად სიმართლეს - 1, ნახევრად სიმართლეს - 3, მეტწილად მცდარს - 1 და ტყუილსაც - 1.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42