პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 10:20, 26 Dec, 2013     3373

"25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმის განხილვისას, აჭარის ა/რ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ივანე მერაბიშვილისთვის ბრალად შერაცხული ფაქტობრივი გარემოებები და აჩვენა, რომ 2009 წლის მაისში მინისტრ ივანე მერაბიშვილის დავალებით დაიკავა კვარიათში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი. ივანე მერაბიშვილის დავალებითვე მოძებნა აგარაკის მოსავლელად ორი სანდო პირი და მუდმივი მეთვალყურეობის განსახორციელებლად აგარაკს დასაცავად მიუჩინა ორი პოლიციის თანამშრომელი. ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 კვირაში, აგარაკი პირადად მოინახულა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლის მითითებითაც სახელმწიფო, კერძოდ კი შსს აჭარის სამმართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა ხსენებული აგარაკის რემონტი, სადაც მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია კედლის ფერისა და ინტერიერის შერჩევაში უშუალოდ იყო ჩართული და სწორედ მისი გემოვნებით განხორციელდა აგარაკზე სარემონტო სამუშაოები.

მოწმემ მიცემულ ჩვენებაში ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ წლების განმავლობაში აგარაკზე ისვენებდნენ როგორც მინისტრი, აგრეთვე მისი მეუღლე თაკო სალაყაია, შვილები და მისი ნათესავები. ამასთან მოწმემ დაადასტურა ფაქტი, რომ ივანე მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგარაკი არ იყო კონსპირაციული და იგი არ იყო აყვანილი შსს ბალანსზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოწმე თეიმურაზ პატარიძის დახურულ სასამართლო სხდომაზე დაკითხვა დაცვის მხარემ მოითხოვა და სასამართლომ დააკმაყოფილა ჯერ კიდევ 2013 წლის 07 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე. ბრალდებას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის რეალური მოტივი პროცესის დახურვასთან დაკავშირებით იყო ის გარემოება, რომ საზოგადოებას პირველწყაროდან არ გაეგო ივანე მერაბიშვილის მიერ პირადი მოტივებით ფიზიკური პირის საკუთრების აშკარა ხელყოფის ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42