26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება - 09:20, 26 Dec, 2013     2041

ვერძი: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი იქნება ამ ენერგიას რაციონალურად თუ გადაანაწილებთ. ეცადეთ დღეს თქვენი მიზნების შესრულება დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ გარისკვის შემთხვევაში წაგებული არ დარჩებით.

კურო: რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიდან ისეთი პიროვნება შეძლებს თქვენს დახმარებას, რომლეთანაც ყოველთვის დაძაბული ურთიერთბა გქონდათ. არ უთხრათ უარი ამ ადამიანს მეგობრობაზე, იგი მუდამ იქნება თქვენთვის დასაყრდენი ობიექტი.

ტყუპები: ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. უბრალოდ აღიარეთ, რომ ხშირ შემთხვევაში თქვენი შეხედულებები მცდარია. ნუ ცდილობთ ყოველთვის საკუთარი აზრების სისწორის მტკიცებას. ეს თქვენს ხასიათზე ნეგატიურად აისახება.

კირჩხიბი: კარგი იქნება დღეს გარშემომყოფებთან გარკვეულ დისტანციას თუ დაიჭერთ. თქვენი ყურადღება საქმისკენ მიმართეთ და ეცადეთ, დაკისრებული მოვალეობების მაქსიმალურად კარგად შესრულებას.

ლომი: დღეს მიხვდებით, რომ უკანასკნელი დროის მანძილზე მრავალმა პრობლემამ იჩინა თავი, რომლებსაც დღემდე ყურადღებას არ აქცევდით. ეს პრობლემები არც თუ ისე რთული მოსაგვარებელია და კარგი იქნება მათ გადასაჭრელად გარკვეულ დროს თუ გამოყოფთ.

ქალწული: დღეს საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებთ, ეს დიდ ენერგიას და ყურადღებას მოითხოვს. რაც მთავარია თქვენს ძალისხმევას გამოამჟღავნებთ, მსგავსი სიტუაცია კი სამომავლოდ თქვენს წარმატებას განაპირობებს.

სასწორი: თქვენი ქმედებები დღეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს. ამიტომ, კარგი იქნება საკუთარი თავის კონტროლს თუ შეძლებთ და თქვენი მოქმედებებით სხვების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას არ გამოიწვევთ.

მორიელი: თქვენ მოთმინების დიდი უნარით გამოირჩევით. კარგი იქნება ასე თუ განაგრძობთ სამომავლოდაც. მიუხედავად ამისა, დღეს ადამიანების გარკვეული ნაწილი თქვენი ხასიათის ნეგატიურად წარმართვას მაინც შეძლებს. მსგავს სიტუაციას ყურადღებას თუ არ მიაქცევთ დღე იდეალურად დასრულდება.

მშვილდოსანი: სანამ ახალ თავგადასავალში ამოყოფთ თავს, მანამდე კარგად დაფიქრდით, გსურთ თუ არა ცხოვრების ამ ეტაპზე გარკვეული სიახლეები. ეცადეთ საკუთარ თავს გაუგოთ და გამოარკვიოთ რამდენად არის მზად ცხოვრებაში რაღაც პუნქტების შესაცვლელად.

თხის რქა: დღეს მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც თქვენი ხასიათის პოზიტიურობას გამოიწვევს, საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილი დარჩებით. კარგი იქნება, თქვენს ემოციებს საღამოს მეგობრებს თუ გაანდობთ.

მერწყული: დღეს მრავალ ადამიანთან შეხვედრა მოგიხდებათ. ეს ყოველივე ემოციურ გადაღლას გამოიწვევს. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ნუ იფიქრებთ დღეს დატრიალებულ ამბებზე, უბრალოდ განტვირთვისთვის თქვენთვის საყვარელი ადამიანების წრეში გაატარეთ დრო.

თევზები: დილიდანვე იგრძნობთ, რომ საქმეზე ხართ კონცენტრირებულნი. მიუხედავად ამისა, ეს ენერგია დღის ბოლომდე არ გაგყვებათ. სწორედ ამიტომ, რამდენიმე საათში ერთხელ შესვენებები მოიწყეთ და მობილიზება გააკეთეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42