სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, დერმატოლოგ მარსი საიმონის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანის კანზე ჩვეულებრივი ნათურებისა და ეკონომიურების ზემოქმედება ერთმანეთს შეადარეს. ეკონომიური ნათურების ზემოქმედების ქვეშ კანის უჯრედები დაზიანდა. ეკონომნათურები ბევრად მეტ ულტრაიისფერს ასხივებს, ვიდრე ჩვეულებრივი. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი გამოსხივება კი კანის უჯრედებს აზიანებს და შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს. გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დამსხვრეული ეკონომიური ნათურა დაუშვებლად ბევრ ვერცხლისწყალს გამოყოფს ატმოსფეროში. აგრეთვე დამტკიცებულია მათი ზიანი ბავშვების და ორსულების ორგანიზმზე.
მეცნიერები უკვე დიდი ხანია, გვაფრთხილებენ ეკონომნათურების საშიშროებაზე. ასე, უწინ დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ასეთი ნათურის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, დაემართოთ გამონაყარი, ეგზემა, ფსორიაზი და კანის სხვა დაავადებები.
ამ კვლევებისგან საწინააღმდეგოდ აგრეთვე არსებობს ამის საპირისპირო მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ეს ზიანი ძალზედ გადამეტებულია.
თანამედროვე გასანათებელი ხელსაწყოების მწარმოებლებმა უკვე მოახდინეს რეაგირება კვლევის შედეგებზე და განაცხადეს, რომ ნათურის მიერ ულტრაიისფერის გამოსხივება ნორმას არ სცილდება.
ეკონომ ნათურების გამოყენებისას აუცილებელია ვიცოდეთ მათი გამოყენების წესიც. თუ ნათურა გადაიწვა:
1. გადაგდების წინ მოათავსეთ ნატურა ცელოფანში თავი მჭიდროდ მოუკარით და მხოლოდ შემდეგ გადააგდეთ.
2. თუ ნათურა დაიმსხვრა შენობაში, აუცილებლად გაანიავეთ ოთახი და გაწმინდეთ ადგილები, სადაც ნათურის ნამსხვრევები დაიყარა.
მასალის გამოყენების პირობები






