ასტროლოგები გვირჩევენ, სადღესასწაულო სამოსი 26-28 დეკემბერს შევიძინოთ
ახალი წლის ღამეს უპირატესობა მასიურ სამკაულებს მიანიჭეთ, ხოლო სამოსი უმჯობესია თუ ერთ ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი. ან მოიქეცით პირიქით, ჩაიცვით მკვეთრი ფერების კაბები, რომლებიც არ ითხოვენ სამკაულებით გაფორმებას.
თუ თმის მოკლედ შეჭრა გაქვთ გადაწყვეტილი, სჯობს სილამაზის სალონებს 26-27 დეკემბერს ესტუმროთ. ისე კი სალონს 30 დეკემბერსაც შეგიძლიათ ეწვიოთ.
ფრჩხილის ლაქებს შორის უპორატესობა შავს და წითელს მიანიჭეთ. ლაქი 30 დეკემბერს წაისვით. ვინაიდან ახლა ლურჯი ცხენის წელი მოდის, კარგი იქნება თუ შავ ლაქს ლურჯი ხაზებით გააფორმებთ.
პედიკურისთვის 24 დეკემბერს მოიცალეთ
პროდუქტების ყიდვა ბოლო დღისთვის არ გადადოთ. ყველაფერი 26-28 დეკემბერს შეიძინეთ.
სახლის დალაგებისთვის საუკეთესო დღე 28-29 დეკემბერია.
მასალის გამოყენების პირობები






