გენერალური ინსპექცია - ადამიანის უფლებების დაცვა თუ დარღვევა?
სამართალი - 21:30, 25 Dec, 2013     2049

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უფლება ეძლევა დააკავოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტს და ამის შემდგომ გადასცეს დაკავებული თანამშრომელი საპატრულო პოლიციას.

რეფორმატორთა კლუბს დაუშვებლად მიაჩნია გენერალური ინსპექციისათვის ამ უფლებამოსილების მინიჭება შემდეგ გარემოებათა გამო:

- საქართველოს შიდა კანონმდებლობით, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, დაკავება, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ლეგიტიმური საშუალება, უნდა გამოიყენებოდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური ვარაუდი, რომ სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდება დაპატიმრება

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარება, რომელსაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, როგორც წესი ისჯება 500 ლარიანი ჯარიმით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, რაც დაკავშირებულია საქმის გარემოებებთან და სამართალდამრღვევის პიროვნებასთან, დაპატიმრებით 30 დღემდე ვადით.

ამ ლოგიკით, გამოდის, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკებს, აუცილებლად უნდა იქნას დაკავებული, მაშინ როდესაც სხვა პირის მიმართ შეიძლება არ იქნას გამოყენებული ასეთი ღონისძიება, ვინაიდან მას დააჯარიმებენ, რაც კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევაა.

- წარმოდგენილი კანონპროექტით, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია 12 საათის განმავლობაში გადასცეს დაკავებული პირი საპატრულო პოლიციას.

როგორც ვხედავთ, პროცედურები რთულდება - პირს აკავებს ჯერ გენერალური ინსპექცია, ადგენს საქმის მასალებს და შემდგომ უგზავნის საპატრულო პოლიციას, რომელიც ვალდებულია ხელახლა შეისწავლოს მასალები და მოამზადოს სასამართლოსათვის შუამდგომლობა.

ასეთი გართულებული პროცედურები გამოიწვევს დაკავებული პირის უფლებების შეზღუდვას:

მას არ მიეცემა საშუალება გაეცნოს საქმის მასალებს, გამოხატოს თავისი პოზიცია და ეფექტურად ისარგებლოს დაცვის უფლებით - შეხვდეს თავის ადვოკატს და მიიღოს მისგან კვალიფიციური რჩევა.

ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42