ანი ნადარეიშვილი: მამაჩემი იამაყებდა ბაჩო ახალაიას ვაჟკაცობით
პოზიცია - 14:59, 20 Nov, 2012     3061

ის მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ბაჩო ახალაიას ქვეყანა ძალიან უყვარდა. სწორედ ამ ქვეყნისადმი სიყვარულს შესწირეს იგი. _ აცხადებს ანი ნადარეიშვილი საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

 

_ ქალბატონო ანი, გარდა იმისა, რომ თქვენი მეუღლეა, ბაჩო ახალაია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო. თუ შეიძლება მითხარით, როგორ გრძნობს თავს ახლა ოჯახი, განსაკუთრებით თქვენ და შვილები?

_ ცხადია, დიდი სტრესისა და მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი არა მხოლოდ ბაჩოსთვის თავისუფლების აღკვეთის გამო, აგრეთვე იმ მტკივნეული და შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს და ბაჩო ახალაიას წარმოაჩენს სრულიად ანტიპოდს იმისას, რასაც რეალურად მისი მრწამსი, ბუნება, მსოფლმხედველობა და ხასიათი განაპირობებს. ბაჩოს დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და იგი ამ ხელისუფლების პირადი პატიმარია. ბაჩო ისჯება თავისი ქვეყნის ერთგულების გამო, ის ჭეშმარიტი პატრიოტია.

_ დიდი ერთსულოვნებაა მისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ახალაიას მისამართით. მამამისი კი პარლამენტის წევრია. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ საქმეს მიეცეს პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია უცხოელების მხრიდან?

 

_ ბაჩოს დაპატიმრების შემდეგ  მკაფიოდ დაფიქსირდა საერთაშორისო საზოგადოების პოზოცია და არაერთი განცხადება გაკეთდა ამაზე. ბაჩო რომ პოლიტიკური დევნის ობიექტია აქ ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის დაკავების შემდეგ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაზე  მიღებულ რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტში ახალ ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდეს თავი შეიკავონ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისაგან.  ეს რომ პოლიტიკური დევნაა, ამას ის უამრავი დარღვევები ადასტურებს, რაც საქმეშია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ „მოწმეების“ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, პროცესუალური ნორმების დარღვევები და მთავარი - რატომღაც საჩივრები ბაჩოს წინააღმდეგ მისი ჩამოსვლიდან რამოდენიმე საათში შევიდა პროკურატურაში, მაშინ როდესაც ვითომდა ეს ფაქტები 2011 შემოდგომაზე მოხდა. თქვენ უნდა ნახოთ რამხელა ზეწოლაა ჯარისკაცებზე, რათა იძულებითი წესით ბაჩოსა და გიგის წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ.

 

_ რა დამოკიდებულება გაქვთ იმის მიმართ, რომ რეალურად ყველა მოწმე ახალაიას ქვეშევრდომი იყო. შიდაგუნდურ დაპირისპირებას ხომ არ აქვს ადგილი?

_ როგორც საქმიდან ირკვევა, ეს ადამიანები მარტივად რომ ვთქვად, არიან დეზერტირები, რომლებსაც არ სურდათ ვარჯიში და ჯარში არსებული წესებისადმი დამორჩილება. სწორედ ასეთი ადამიანების გამოყენება ხდება ზეწოლის მეშვეობით ბაჩოს წინააღმდეგ.

 

_ ცოტა ხანს დაივიწყეთ, რომ ხართ ბაჩო ახალაიას მეუღლე, როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკური და დამაჯერებელია ის ბრალდება, რაც წაუყენეს ახალაიას?

_ ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზეა ჩემი მეუღლე დაპატიმრებული. მის წინააღმდეგ ვრცელდებოდა ბინძური კამპანია, თითქოს იგი დამნაშავეა ადამიანების წამებასა და კორუფციაში, თუმცა დღეის მდგომარეობით არსებული თეთრი ძაფით შეკერილი საქმე ძალიან ბევრ კითხვას იწვევს საზოგადოებაში. ბაჩომ სამშობლოში დაბრუნებისას მიმართა ქართულ საზოგადოებას და განაცხადა, რომ იგი პასუხისმგებელია თითოეულ თავის ქმედებაზე, თითოეულ თავის ნაბიჯზე და მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. მრჩება შთაბეჭდილება, ხელისუფლებას სწორედ ეს არ სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ამიტომაც დააკავეს ბაჩო ჩამოსვლიდან მეორე დღეს. დარწმუნებული ვარ ბაჩო მოელოდა, რომ ასეც მოხდებოდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მაინც დაბრუნდა, არავის ეგონოს, რომ ამით მას გატეხავენ.

 

_ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში ახალაიაზე ჟურნალისტი წერდა, ჩუმად საუბრობს და დათრგუნული სჩანდაო. თქვენ მას ყველაზე უკეთ იცნობთ, რა ემოციური მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს.აქვს იმედი, რომ ვითარება შეიცვლება?

_ ბაჩო სულით ხორცამდე ვაჟკაცია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იგი არასოდეს შეუშინებია არანაირ განსაცდელს არც ომის და არც მშვიდობის დროს და მთელი მისი საქმიანობა გამოწვევებით იყო აღსავსე. მე ზუსტად ვიცი, დღესაც ბრძოლის განწყობაზეა, მითუმეტეს რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე და გულშემატკივარი ყავს. ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს რომ სამართლიანობა აღსდგება.

 

_ თუ მოგეცათ მისი ნახვის შესაძლებლობა?

_ არა, სამწუხაროდ კანონით არ მაქვს ამის უფლება.

 

_ ამასწინათ ერთ-ერთი ფეისბუქის მეგობარი თქვენზე წერდა, მამათქვენი რომ ცოცხალი იყოს და იცოდეს, რომ ახალაიას ცოლად გაყევით, მაინც მოკვდებოდაო. თქვენ ამ შეურაცხყოფას თქვენსავე გვერდზე უპასუხეთ. ამგვარ წერილებს თუ გწერენ და როგორ პასუხობთ?

_ ბაჩოს და მის გუნდს მოუწია ურთულესი და მძიმე ბრძოლა კრიმინალური და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, რის შედეგადაც ათასი  ლეგენდა და ბინძური ჭორი აგორდა ბაჩოზე.   თუმცა მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბაჩოს თავისი საქმიანობის პერიოდში ერთადერთი შეცდომა იყო მისი მედიასთან ურთიერთობის ნაკლებობა, იგი არასოდეს ზრუნავდა პიარზე და დღევანდელი მდგომარეობაც ამის შედეგია. თუმცა ყველა ვინც ბაჩოს იცნობს აღრფთოვანებულია მისი თითოეული თვისებით. რაც შეეხება მამაჩემს თამაზ ნადარეიშვილს, ყველაზე მეტად იმას ვნანობ რომ ვერ მოესწრო ბაჩოს, რადგან დარწმუნებული ვარ იამაყებდა მისით, როგორც სხვა დანაჩენი ოჯახის წევრები ამაყობენ დღეს.

 

_ დღითიდღე იმატებს ბრალდებათა სია. დათა ახალაიას დაუსწრებლად წარედგინება ბრალი. ხომ არ გგონიათ, რომ თქვენი ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს?

_ დარწმუნებული ვარ რომ ეს ესეა, არამარტო ჩვენი ოჯახის, არამედ ჩვენი  მეგობრების წინააღმდეგაც. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც კიდევ ბევრ „ბრალდებას“ მოვისმენ ჩემი მეუღლის, მისი თანამებრძოლების, მეგობრების და ოჯახის წევრების  მიმართ. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ის სასაცილო ბრალდებები, არადა უწყვეტად გვესმის ხელისუფლების ისტერია, რომ ბაჩო მკვლელი და მწამებელია. სიმპტომატური იყო თენგიზ გუნავას შემთხვევა, როდესაც მას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება შევარდნაძის ეპოქის საუკუთესო გამოცდილების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსველელები არიან.

 

_ იცოდით და საუბრობდით თუ არა მეუღლესთან მის სამსახურეობრივ საქმეებზე და შეიძლება თუ არა, რომ როგორც მეუღლე და ყველაზე დიდი მხარდამჭერი, უფრო რადიკალური გახდეთ.

_ ბაჩო არასოდეს ურევდა ერთმანეთში სამსახურს და პირად ცხოვრებას. რაც შეეხება ჩემს რადიკალურობას, ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობის აღსადგენად.

 

_ რას ელით ქართული საზოგადოებისგან?

მე ვთხოვ საზოგადოებას გულდასმით ადევნოს თვალყური ამ პროცესს, რადგანაც სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის. მინდა მაჰათმა განდის სიტყვებით დავასრულო ,,სიცრუე რომ ქვეყანას მოსდო, ამით ის ვერ იქცევა ჭეშმარიტებად, ისევე, როგორც ჭეშმარიტება ვერ იქცევა სიცრუედ, თუნდაც მას ვერავინ ხედავდეს".

 

 

ჟანა ასანიძე

საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42