ფარცხალაძის ყოფილი მეუღლე: „ოთარის „ყაჩაღურ ქურდობაზე“ უგულავას შეთხზული ამბიდან გავიგე“
საზოგადოება - 16:37, 25 Dec, 2013     7544

ნინო ასათიანი, რომელიც წერს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ყოფილი მეუღლე და ორი შვილის დედაა, აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს, ხოლო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფარცხალაძის ნასამართლობაზე ცნობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პროკურორის ყოფილმა მეუღლემ მიაწოდა, სიცრუესა და მონაჭორს უწოდებს.

ნინო ასათიანი „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს მოიხსენიებს, როგორც „ძნედაცემულებს“, ხოლო ოთარ ფარცხალაძის მაკომპრომეტირებელი მასალების გამვრცელებლებს „ერის მოღალატეებს“ უწოდებს“:

„ნაციონალური მოძრაობის“ ზნედაცემული აქტივისტების ამ სტატიას მინდა გამოვეხმაურო და მოგახსენოთ,რომ ოთარ ფარცხალაძის ერთადერთი ყოფილი მეუღლე მე გახლავართ და მისი ორი შვილის დედა, გარდა ამისა, მისი თანაკლასელი და დღემდე ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი...

აქედან გამომდინარე, მე ვერანაირად მოგაწვდიდით თქვენ რაიმე საბუთებს!! მით უმეტეს, იმასთან დაკავშირებით,რომ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია იმ მძიმე დანაშაულზე, რასაც "ყაჩაღური ქურდობა" ჰქვია, ამის შესახებ გუშინ პირველად გიგი უგულავას შეთხზული ინფორმაციიდან მოვისმინე... რაც შეეხება "ნაყიდ დიპლომს" „საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“ სადაც რექტორი გახლდათ კარლო ცქიტიშვილი,ჰყავს მრავალი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

ასე რომ, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს რამდენიმე იდენტური დიპლომის მოძიება სხვადასხვა გვარებით... და დამეთანხმეთ, რომ ათეულობით ადამიანი ვერ "იყიდდა დიპლომს" იგივე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე...

მე პირადად ვიცნობ ოთარის რამდენიმე თანაკურსელს და შემიძლია ახლო მომავალში გამოვაქვეყნო და გაჩვენოთ მათი დიპლომებიც.

თქვენი "მაკომპრომატირებელი" ინფორმაციები თავიდან ბოლომდე ყალბია და შეთითხნილი იმ მდაბიო ადამიანების მიერ, ვინც ერის მოღალატეა!!!“ - წერს ნინო ასათიანი mediamall.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის კომენტარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42