ილია მეორემ ადამიანისთვის ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობაზე ისასუბრა და აღნიშნა, რომ ბუნება ადამიანის მკურნალია, უწმინდესმა მშობლებს ურჩია, შვილებს მეტად ახლო კავშირი ჰქონდეთ ცხოველებთან და ფრინველებთან.
"მე ვიყავი მარტყოფში, დედათა მონასტერში. საღამოს პირი იყო და ოთახში ორი მერცხალი შემოფრინდა. დაფრინავდნენ და თითქოს ოთახს ათვალიერებდნენ. მერე ბუდის გაკეთება დაიწყეს. ბუდეს ჭაღის თავზე აკეთებდნენ. ვუთხარი მათ - მანდ ნუ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია და შეიძლება დენმა დაგარტყათ და მოკვდეთ, ახლა პატარა ფიცარს გავაკეთებ კუთხეში და ბუდე იქ გაიკეთეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შეისმინეს ჩემი ნათქვამი, მე გავაკეთე პატარა ფიცარი კუთხეში და მერცხლებმაც იქ დაიწყეს ბუდის გაკეთება. ისე ეჩქარებოდათ, თითქოს უნდოდათ, იმ დღეს დაესრულებინათ. უკვე დაღამებისას, მაღლა მთაზე ავედით და უკვე ღამით, მერცხლებმა სახის წინ ჩამიქროლეს. მორჩილებს ვკითხე, ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან მეთქი და მართლაც ისინი ყოფილან. როდესაც ქვემოთ ჩამოვედი, ბერძენ ქალბატონს, დედა გალინას ვკითხე, მერცხლები სად არიან, ხომ არ გინახავს-თქო? როგორ, არა, ცოცხით ძლივს გავყარეო - მითხრა. რატომ გაყარე, ბუდის ასაშენებლად ფიცარიც კი გავუკეთე-მეთქი. დედა გალინამ "დამამშვიდა" - ცოცხი კი არ დამირტყამს, ისე შევაშინეო..ახლა ეგღა აკლდათ, კიდევაც დაგერტყა-მეთქი, ვუთხარი მას. რაღას ვიზამდი, მერცხლები უკვე გაფრენილიყვნენ. მეორე დღეს ისევ მოფრინდნენ, სამჯერ შემოუარეს ოთახს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. მას შემდეგ აღარც მოსულან"-ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






