საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 36 წლისთავი მიულოცა
საზოგადოება - 13:27, 25 Dec, 2013     1651

თქვენო უწმინდესობავ, მთელი სულითა და გულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 36 წლისთავს.

ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგანაც თქვენი სულიერი ღვაწლი არა მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლის, არამედ საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე თაობის საკუთრებაა. ამ ათწლეულების განმავლობაში თქვენი მოღვაწეობიდან მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი სულიერი გაკვეთილი და შვება მიიღეს არა მხოლოდ მართლმადიდებლებმა, არამედ სხვა რელიგიათა წარმომადგენლებმა, თუნდაც არარელიგიურმა ადამიანებმა.

თქვენი სულიერი სიმტკიცე და სიყვარულის გაცემის უნარი, შორსმჭვრეტელობა და უშუალობა, რწმენის შეუპოვრობა და შემწყნარებლობა ჩვენ, ამქვეყნიური ვნებებითა და ცდუნებებით, ხდომილებათა ავბედითობით დაბნეულებს, ხშირად გვაძლევდა საწყის ჭეშმარიტებებთან დაბრუნების უნარს.

თქვენ წილად გხვდათ მოღვაწეობა გამოწვევებით აღსავსე და, ამავე დროს, უაღრესად საინტერესო ისტორიულ ეპოქაში. 36 წლის წინათ, სულ პატარას, დედა მიყვებოდა, რომ ჩვენი ეკლესიის მეთაური საოცარი ახალგაზრდა კაცი გახდა; მაშინ პირველად გავიგე, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი - და ის თქვენ ხართ. მოგვიანებით, ღვთის ნებით, პირადად გაგიცანით და ბოლო ოცდახუთი წელიწადია, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ და მძიმე მომენტებში სასოება თქვენთან ხანმოკლე შეხვედრებით აღმიდგენია. ეს ოცდახუთი წელიწადი ურთულესი აღმოჩნდა საქართველოსთვის და წინსვლის გასაგრძელებლად ხშირად იყო საჭირო შეგვენარჩუნებინა ერთობა, თანადგომა, ერთმანეთის სიყვარული, მომავლის იმედი და რწმენა. ჩვენ ამას ყოველთვის ვახერხებდით და ამაში თქვენი პირადი ღვაწლი შეუდარებელია. თქვენ გითქვამთ, რომ ეს დაუღალავი სულიერი მუშაობის, ათასობით უძილო ღამის ან ტკივილამდე მისული დარდის გზა იყო. თქვენო უწმინდესობავ, მე ქედს ვიხრი თქვენი მოღვაწეობის წინაშე.

თქვენ კვლავაც მყარად გიპყრიათ ხელთ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურსა და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისთვის.

გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას, წარმატებებსა და უშრეტ ენერგიას იმ დიდი მისიის აღსრულებისას, რასაც ერის სულიერი მოძღვრობა გაკისრებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42