აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მედიკოსები დააჯილდოვა
საზოგადოება - 11:03, 25 Dec, 2013     2326

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონში მოღვაწე მედიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიუილოცა. 2013 წელს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოებულთა შორის მედიცინის ღვაწლმოსილი მუშაკები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები არიან.

"მოხარული ვარ, რომ აჭარაში ასეთი ღვაწლმოსილი და გამოცდილი მედიკოსები მუშაობენ. მინდა გამოვყო წლევანდელი პროგრამები, რომლითაც რეგიონის მთავრობამ დამატებით დააფინანსა სხვადასხვა დაავადების მკურნალობა. წელს დაზღვევიდან დამოუკიდებლად რეგიონის ჯანდაცვის სისტემაში 4 711 პაციენტს გაუწიეს მომსახურება. ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები და კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებებსა და პაციენტებს შორის. შემიძლია ვთქვა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ერთერთი ყველაზე მოწესრიგებული უწყებაა და პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. " - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ შეხვედრაზე სამინისტროს 2013 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა და 2014 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

პროფესიული დღესასწაული მედიკოსებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ ფუტკარაძემაც მიულოცეს.

აჭარაში მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42