საქართველოს მთვარი ნაძვის ხე რუსთველის გამზირზე დღეს საღამოს აინთება. მას თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი ბავშვებთნ ერთად გაანათებენ, ამის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში 700 სანტა გამოჩნდება.
ისინი საქართველოს ყველა რეგიონში იმოგზაურებენ მორთული და საჩუქრებით დატვირთული მუსიკალური ავტობუსებით. ხვალიდან 7 იანვრის ჩთვლით კი, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკში პატარებს თოვლის ბაბუა უმასპინძლებს და საჩუქრებსაც გადასცემს.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა რიყის პარკში ყინულის მოედანი, რომელიც მთელი იანვრის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება ბავშვებსა და ნებისმიერ მსურველს.
ასევე მზად არის საახალწლო სოფელი, 27 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით კი სპორტის სასახლეში გრანდიოზული შოუ „ყინულის დედოფალი“ გაიმართება.
ახალი წლის კულმინაცია კი თბილისში 31 დეკემბრის გალა კონცერტი იქნება, რომელიც რუსთავი 2 -ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები






