მერაბიშვილი: „გამიყვანოს ბადრაგმა, ამ სამარცხვინო პროცესში მე მონაწილეობას არ მივიღებ!...“
სამართალი - 21:39, 24 Dec, 2013     2818

დღეს საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა, 26 მაისის ეპიზოდის მორიგი პროცესი ბრალდებულის გარეშე დასრულდა.

ყოფილმა პრემიერმა სასამართლო პროტესტის ნიშნად მაშინ დატოვა, როდესაც მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა:

„მიეცით ჩემს ბადრაგს უფლება, რომ გამიყვანოს და მე ამ სამარცხვინო და სასირცხვილო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პროტესტის ნიშნად დატოვა, მანამდე კი ,,ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და საკუთარი განცხადების საფუძველზე კვლავ გამოძიების დაწყება და საკანში გადაღებული კადრების გასაჯაროება მოითხოვა.

„მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრმა, მთელმა მთავრობის ელიტამ, პრაქტიკულად, უარი თქვა საქართველოში კანონის აღიარებაზე, ქალბატონ მოსამართლეს მინდა შევთავაზო - თქვენ დაავალოთ პროკურატურას ჩატარდეს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - თქვა მერაბიშვილმა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42