ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი კობა ხარშილაძე, რომელიც დღეს მთავარ პროკურატურაში იყო დაბარებული, სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის გირაოს შეფარდების სესახებ და აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ხარშილაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურას მიულოცა, როცა მას ხელბორკილს ადებდნენ.
კობა ხარშილაძე ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ბრალდებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და თანხების გაფლანგვაში.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც ლაშა ფურცხვანიძეს 400 ათასი ლარი გირაო დაეკისრა, თუმცა, ბრალდების მხარე მისთვისაც წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






