ოთარ ფარცხალაძის სახელზე თბილისი-მიუნჰენის ავიარეისზე ბილეთი 2013 წლის 25 დეკემბრის თარიღით დაიჯავშნა, ბილეთის საფასური 707 ლარი გადახდილია, თუმცა, ბილეთი უკან დააბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულმა პირმა მიუნჰენში გაფრენა გადაიფიქრა.
Fly.ge-ში აცხადებენ, რომ სრული ინფორმაციის გაცემის უფლება დაჯავშნულ ბილეთებთან დაკავშირებით, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, არა აქვთ, თუმცა ჯავშნის ნომრის დასახელების შემდეგ ბილეთთან დაკავშირებული ინფორმაცია მაინც მოგვაწოდეს, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბილეთის დაჯავშნაზე განაცხადის შემოსვლის შემდეგ ავიაბილეთის საფასური პლასტიკური ბარათიდან იყო გადახდილი.
მათივე თქმით, დაახლოებით 10 წუთში მომხმარებელმა გაიწვია ჯავშნის მოთხოვნა, ანუ განაცხადი ბილეთის დაბრუნებაზე გააკეთა, რის შემდეგაც გატარდა შესაბამისი ოპერაციები, თანხა ბარათზე დაბრუნდა, გადახდილი თანხიდან ამ შემთხვევისთვის დაწესებული ნიხრი დაკავდა, ხოლო ჯავშანი და, შესაბამისად, ბილეთის ელექტრონული ვერსიაც გაუქმდა.
ამასთან, Fly.ge-ზე აცხადებენ, რომ ისინი არ არიან საქმის კურსში, ვინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში აღნიშნული ავიარეისის, უკვე გაუქმებული ბილეთის ელექტრონული ვარიანტის ასლი.

მასალის გამოყენების პირობები






