„ქართული ღვინის საპატიო ელჩი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს
საზოგადოება - 18:01, 24 Dec, 2013     1563

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის“ ასოციაციას პრეზიდენტმა თინა კეზელმა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ,,ქართული ღვინის“ ასოციაციამ შალვა ხეცურიანს „ქართული ღვინის საპატიო ელჩის“ წოდება მიანიჭა.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალსა და „ქართული ღვინის საპატიო ელჩის“ წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი დაესწრო.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მხარს დაუჭერს ყველა წამოწყებას, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ქართული ღვინის საპატიო ელჩს საპასუხისმგებლო მისია ექნება - ღირსეულად წარადგინოს ქართული ღვინო ქვეყნის გარეთ და იზრუნოს ადგილობრივი ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ერთობლივი სტრატეგიის შესაბამისად, „ქართული ღვინის საპატიო ელჩის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის, როგორც ერთიანი ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. საპატიო ელჩი ჩართული იქნება ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის შესახებ სომელიეთა ეროვნული ასოციაციებისთვის, ღვინის სკოლებისთვის, ტურისტულ კომპანიებისთვის, ღვინის კრიტიკოსებსა და მწერლებისთვის, ასევე საერთაშორისო მედიისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების პროცესში. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებში, ელჩის ძირითადი ფუნქცია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის განათლების დონის ამაღალების ხელშეწყობა იქნება.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42