ამერიკასა და ევროპაში აღიარებული ქართველი მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი სიმებიან კვარტეტთან ერთად საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს. პირველი კონცერტი თეატრ-ფაბრიკაში 27 დეკემბერს, 17.00 საათზე გაიმართება, რომლის დროსაც ზაზა მარჯანიშვილი თავის ჯგუფთან ერთად ჯაზურ კომპოზიციებს სიმებიანკვარტეტ „სფორცანდოსთან“ ერთად შეასრულებს.
საავტორო კონცერტის სახელწოდებაა „წეროს მოტანილი საჩუქარი“, სადაც მონაწილეობას ზაზა მარჯანიშვილთან ერთად, ჯაზური მუსიკის ქართველი შემსრულებლები უჩა მეტრეველი(გიტარა); ლევან დეისაძე(ბასი); ზაზა ცერცვაძე( დასარტყამიინსტრუმენტი); ვოკალისტები:
ნატო ბოჭორიშვილი, გიორგი გოგიშვილი და მარინა სალუქვაძე მიიღებენ. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვა მსოფლიოში აღიარებული ევროპელი მუსიკოსი, რომლის ვინაობასაც ზაზა მარჯანიშვილი კონცერტამდე არ გაამხელს და მისი პუბლიკის წინაშე გამოსვლა ერთგვარი სიურპრიზი იქნება.
კონცერტის მედიაპარტნიორები არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი რადიო, პალიტრაTV, MUSICBOX-ი კონცერტი კლინიკა „ინვიტროს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
პრესკონფერენცია და გენერალური რეპეტიცია გაიმართება 26 დეკემბერს 15:00 თეატრი- ფაბრიკა, კოსტავას 53.
მასალის გამოყენების პირობები






