გირგვლიანის მკვლელობაში დათა ახალაიას მონაწილეობა იკვეთება!
სამართალი - 12:33, 20 Nov, 2012     538

,,თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე წაუყენებენ ბრალს, რადგან დათა ახალაია არაერთ საქმეში ფიგურირებდა მანამ, სანამ ხელისუფლებაში ჩვენ მოვიდოდით. მათ შორის ერთერთი პირველი სანდრო გირგვლიანის საქმეა.

 

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სახვადასხვა ტიპის ქმედებები იმისთვის, რომ გამოძიება განახლდეს და ამ მხრივ მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ, თუმცა რაიმე ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თვის ბოლომდე თავს შევიკავებ. თვის ბოლომდე ჩვენ მოვიწვევთ სანდრო გირგვლიანის მამას და ჩავაბარაბთ ანგარიშს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი გახდება ცნობილი!..’’

 

მაინც რაში შეიძლება წაუყენონ ბრალი დათა ახალაიას?„ალიას“ გირგვლიანების ოჯახის ყოფილი ადვოკატი და აწ უკვე პარლამენტარი - შალვა შავგულიძე ესაუბრა:

-ბატონო შალვა, მაინც რაში შეძლება დათა ახალაიას ბრალი წაუყენონ?

 

-ამ ეტაპზე მე შემოვიფარგლები მხოლოდ იმ ყველაფრის კომენტირებით, რაც ევროსასმართლოს გადაწყვეტილებაში წერია. კერძოდ იქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ გამოძიებამ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები იმ ეჭვის გასაბათილებლად, რომ სუფრის წევრებსა და იმ ოთხ აღმსრულებელს შორის იყო სერიოზული კონტაქტი და კომუნიკაცია!.. სუფრის წევრი კი, მოგეხსენებათ დათა ახალაიაც იყო... ასე რომ, გამოძიებას ძალიან სერიოზულად შეუძლია, ამ მიმართულებით იმუშაოს. გარდა ამისა სააკაშვილის ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა ჩვენს მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულები დაეკითხათ ჩვენი თანდასწრებით და ასევე, უარი გვითხრეს, გადმოგვცემოდა სატელეფონო ზარების თორმეტსაათიანი ჩანაწერი. სამაგიეროდ იცით შემდეგ რა აღმოჩნდა? საქმეში აღმოჩნდა სატელეფონო ჩანაწერების ფრაგმენტები და გაირკვა, რომ, როცა ჯერ კიდევ შინაგან სასქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველო იძიებდა ამ საქმეს, მათ არათუ თორმეტსაათიანი, არამედ დანაშაულში ეჭვმიტანილთა ათდღიანი სატელეფონო ჩანაწერები ჰქონდათ ამოღებული და მერე ეს მასალა მათთვის სასურველ ფრაგმენტებად დაჭრეს და საქმეში ასე ჩადეს!.. ამას ემატება ისიც, რომ ბადრი პატარკაციშვილის სახლთან არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან მხოლოდ ხელისუფლებისთვის სასურველი 67-წამიანი მონაკვეთი ამოჭრეს!.. ასე რომ, გამოძიებას ყველაფერი წინ აქვს და ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოები შეცდომას არ დაუშვებენ...

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42