ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამეგრელოში გამართული აქციებისა და პიკეტების მუდმივი მონაწილე ლალი ანთია „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პატიმრობის დროს იმჟამინდელ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად საკნიდან სამჯერ გაიყვანეს:
„პირველად მერაბიშვილთან შესახვედრად ციხიდან გამიყვანეს ღამის 10 საათზე და უკან დააბრუნეს სამის ნახევარზე, მეორედ გამოიყვანეს დღის პირველ საათზე და ციხეში დააბრუნეს სახამოს ცხრის ნახევარზე, მესამედ გამოიყვანეს საღამოს 9 საათზე და უკან დააბრუნეს დილის 4 საათზე...
მერაბიშვილი სიკვდილით და შვილების განადგურებით მემუქრებოდა. მეუბნებოდა, გამოდი, თქვი, რომ ზურაბ ჟვანია ,,ისეთი“ იყო, რომ თბილისში კონსპირაციული ბინები ჰქონდაო... მითხრა - შეეშვი იმის ძახილს, რომ ზურაბ ჟვანიას უკანასკნელად შენ ელაპარაკე ტელეფონით, ნუ იძახი, რომ ჟვანია მოკლეს, თორემ ჩვენ 30 წლით ვართ ხელისუფლებაში მოსული და ვერაფერი გიშველის, ციხიდან ცოცხალი ვერ გამოხვალო“, - აცხადებს ლალი ანთია.
მასალის გამოყენების პირობები






