ივანიშვილი: ღამით არ მეძინა და ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი სააკაშვილის ხელისუფლებას
საზოგადოება - 11:40, 24 Dec, 2013     3931

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ, რუსულ „ფორბსს“ პირველ ინტერვიუს აძლევს.

ივანიშვილი „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს იხსენებს და საუბრობს იმ დახმარებაზე, რომელიც მან სააკაშვილის მთავრობას გაუწია:

„სააკაშვილს „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ვხვდებოდი, მანამდე, სანამ იგი პრეზიდენტი გახდებოდა. მე მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, საქართველოში მიმდინარე ცვლილებებით აღფრთოვანებული ვიყავი.

მაშინვე საქართველოში ჩამოვფრინდი. მოსკოვის გავლით ჩავედი, მაშინ მოსკოვში ბიზნესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა. მეკითხებოდნენ, რა ხდებოდა საქართველოში, მე კი ვამბობდი, რომ ცვლილებები სიტუაციას უკეთესისკენ შეცვლიდა და ახალ ადამიანებს უნდა ენდო.

მე ვფიქრობდი, რომ მოვიდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ქვეყანას დასავლეთისკენ წაიყვანდა. ღამით არ მეძინა ხოლმე, ვფიქრობდი და ვადგენდი გეგმებს, როგორ დავხმარებოდი მათ. სააკაშვილთან პირველივე შეხვედრაზე ვთქვი, რომ აუცილებელი იყო თანამდებობის პირებისათვის ხელფასების მომატება.

მაშინ მინისტრების ანაზღაურება თვეში 10 დოლარი იყო, მე ვუთხარი, რომ თუ მინისტრს შვილის გამოკვება არ შეუძლია, მაშინ მის გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა კორუფციის აღმოფხვრა. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ამისთვის ფული მიმეცა. შევთავაზე ფონდის ჩამოყალიბება, რათა ეს ყოველივე ქრთამის აღებას არ დამსგავსებოდა.

„სოროსის ფონდს“ ვიყენებდით, მაგრამ სოროსის წილი ამ ყოველივეში ძალიან მცირე იყო. მთლიანი თანხა, რაც ხელფასების მატებისთვის იყო საჭირო, ჩემი გახლდათ. თითქმის სამი წლის განმავლობაში, თანამდებობის პირები მაღალ ხელფასს ამ ფონდის საშუალებით იღებდნენ. ამასთანავე, არავინ არ იცოდა და ინტერესსაც არ იჩენდა, თუ საიდან მოდიოდა ეს თანხა.

მეორე ფონდი არმიის დასახმარებლად შეიქმნა. შენდებოდა ყაზარმები, იკერებოდა სამოსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მანამდე დახეულ სამოსში დადიოდნენ. მე მხოლოდ იმას ვაკონტროლებდი, რომ ამ ფულით იარაღი არ შეეძინათ. პოლიციასაც დავეხმარე იმ დროს“, - აღნიშნავს ივანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42