25 დეკემბერს MyVideo.Ge-ს 7 წელი უსრულდება
საზოგადოება - 11:27, 24 Dec, 2013     1918

2006 წლის 25 დეკემბერს MyVideo.Ge სატესტო რეჟიმში გაეშვა. სოციალური ქსელის იდეოლოგიასა და WEB 2 ის პრინციპებზე დამყარებული სერვისი დარეგისტრირებულ მომხმარებელს ვიდეოფაილების სერვერზე ატვირთვის საშუალებას აძლევდა, რის შემდეგაც მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლი სანახავად ხელმისაწვდომი ხდებოდა ყველა მომხმარებლისათვის.

2009 წელს MyVideo.Ge-ს სერვისებს დაემატა ტელევიზიები LIVE რეჟიმში, 1 კვირიანი არქივითა და გადახვევის ფუნქციით. იმავე წელს, MyVideo.Ge გახდა პირველი ადგილის მფლობელი ქართულ ინტერნეტსივრცეში - Top.ge-ს წლის რეიტინგში ვიდეო პორტალმა ლიდერის პოზიცია დაიკავა.

2006 წლიდან დღემდე MyVideo.Ge-ს სერვისების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა, დაემატა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: მუსიკა, კინოთეატრი, ვიდეოს მოჭრისა და გადმოწერის ფუნქცია, LIVE სტრიმინგი (2012 წელს), ბრენდირებული არხები და პარტნიორული სისტემა - რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მიიღოს შემოსავალი მისი ვიდეორგოლების გავრცელებით. პარტნიორული სისტემის საშუალებით თანხის გაცემა პირველად 2013 წელს მოხდა.

MyVideo.Ge-ს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამზადდა მობილური აპლიკაცია MyVideo Mobile TV, როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ოპერაციული სისტემებისათვის. აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს უკვე მობილური ტელეფონიდანაც უყუროს myvideo.ge-ზე განთავსებულ სხვადასხვა ქართულ ტელეარხს. აპლიკაციას გააჩნია შემდეგი ფუნქციები: ტელეარხების პროგრამის ნახვა, გადახვევისა და გაჩერების ფუნქცია, გადაცემების ძებნა პროგრამისა და დროის მიხედვით და გადაცემის დაწყების შეხსენება.

2013 წლის თებერვალში ერთ-ერთმა მსხვილმა აზერბაიჯანულმა საკაბელო ტელევიზიამ (KATV1) გამოთქვა MyVideo-სთან თანამშრომლობის ინიციატივა. მათი ინვესტიციისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად დამზადდა MyVideo-ს აზერბაიჯანული ვერსია - MyVideo.Az, რომელიც აზერბაიჯანელ მომხმარებელზეა გათვლილი.

MyVideo.Ge არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, MyVideo.Ge-ს ჰყავს 1 208 170 რეგისტრირებული მომხმარებელი და 500-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე.

MyVideo.Ge მადლობას უხდის ყველა ერთგულ მომხმარებელს სერვისის სარგებლობისათვის და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42