საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი, ვრცელი ინტერვიუ რუსულ „Forbes”-ს მისცა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს:
„მე დავდე პირობა და გარანტიას ვიძლევი, რომ ხელისუფლება, რომელიც მე დავტოვე ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყანას და არასდროს იქნება კორუფციული“, - აღნიშნავს ივანიშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მის ფონდში მუშაობენ იმაზე, თუ სად შეიძლება საქართველოში ფულის ჩადება, ერთი მილიარდი კი უკვე ჩაიდო ჰიდროელექტროსადგურების, სასტუმროებისა და სოფლის მეურნეობის პროექტებში.
მოქალაქეობაზე დასმულ კითხვაზე, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის პრემიერობის პერიოდშიც და ახლაც საფრანგეთის მოქალაქეა.
ახლა კი იმედი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეობას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დეკემბრის ბოლოს აღიდგენს.
ივანიშვილის თქმით, პრემიერობის დროს მას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შანსი არ ჰქონდა, თუმცა, ხელისუფლება ახლაც მზად არის შეხვედრისთვის. ივანიშვილი ნანობს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს (2004-2013 წ.წ.) მიხეილ სააკაშილს რეფორმების გატარებაში ეხმარებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






