ნათია თურნავა: ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა-დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება
პოლიტიკა - 15:10, 30 Aug, 2021     1434

საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა რამდენიმე განკარგულება, რომელთა მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს, მათ შორის, დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები. ამის შესახებ დეტალურად ეკონომიკის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


„300-მდე ოჯახს დაუკანონდება ის ფართები, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ წლების მანძილზე - ეს არის როგორც დევნილი მოსახლეობა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე, უბრალოდ, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ ფართში და მას ვერ იკანონებდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ გადავეცით ეს ფართები სიმბოლურ ფასად და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი" - განაცხადა ნათია თურნავამ.


ის ფიზიკური პირები, ოჯახები, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდებათ, მათ შორის, დევნილი ოჯახები, ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, ზესტაფონსა და ბორჯომში. აღნიშნული სოციალური ჯგუფებისთვის ფართების დაკანონების შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მიმართეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების, კერძოდ, რუსთავის, ზესტაფონის, ბორჯომის მერიებმა, ხოლო დევნილების შემთხვევაში - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი, დასაბუთებული შუამდგომლობა და დასამტკიცებლად წარადგინა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის ერთჯერადი აქტი და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა/დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს პროცესი დიდი ხნის წინ გვაქვს დაწყებული, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და ამის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრო, პერიოდულად გადასცემს ხოლმე და უკანონებს მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც ისინი „დე ფაქტო" იმყოფებიან, მაგრამ საკუთრების უფლება აქამდე არ ჰქონდათ. ეს კეთდება, მაგალითად, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ბორჯომში, თბილისში და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პ

როცესი ასე გაგრძელდება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42