საზოგადოებაში ატეხილი ხმაურის შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ CV-ში, სადაც მთავარი პროკურორის მონაცემებია შეტანილი, ოთარ ფარცხალაძის დაბადების წელი შეიცვალა.
CV-ს თავდაპირველად გამოქვეყნებულ ვარიანტში ოთარ ფარცხალაძის დაბადების წლად 1976 წელია მითითებული, მეორე CV-ში კი 1971 წელი, თუმცა, ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის პროკურატურის ვებ-გვერდზე ორივე CV-ს ბმულია ხელმისაწვდომი, რაც მასალაში გამოყენებულ სქრინ-ფოტოებზე მითითებული ბმულითაც დასტურდება:
პროკურატურის ვებგვერდზე იმ CV-ს ბმული, სადაც ოთარ ფარცხალაძის დაბადების წლად 1976 წელია მითითებული (მასალის გამოქვეყნების დროისთვის წაშლილი არ არის) : http://pog.gov.ge/res/docs/AXALICVEBI/FARCKHALADZE555551.pdf
პროკურატურის ვებგვერდზე იმ CV-ს ბმული, სადაც ოთარ ფარცხალაძის დაბადების წლად 1971 წელია მითითებული: http://pog.gov.ge/res/docs/FARCKHALADZE55555.pdf
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნებულ CV-ს ბმულის ჩანაწერში ლათინური ასოებით იკითხება: AXALICVEBI.


მასალის გამოყენების პირობები






