"ქართულ თევზსაჭერ ფლოტს ეტაპობრივად აღვადგენთ" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 22:12, 28 Aug, 2021     1596

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ თევზჭერის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებული პროგრამის მეშვეობით 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება ხდება.

მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ პროგრამის შედეგად, ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე ქართული დროშა იფრიალებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით.

„ამ პროგრამით უკვე შეიქმნა 250-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ჯამური ინვესტიცია კი 51 მილიონ ლარზე მეტია. ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის აღნიშნული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

პროექტი ხელს შეუწყობს თევზმჭერი ფლოტის განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე თევზჭერის პროდუქტების გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფოთში გაიხსნა საზღვაო აკადემიის ახალი ფილიალი, სადაც არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ უფასოდ მოემზადებიან მეთევზეები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42