მევენახე ფირუზ იორამაშვილი, რომელსაც სეტყვამ ვენახი დაუზიანა, მადლობას უხდის ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისა და თანადგომისთვის
საზოგადოება - 13:40, 28 Aug, 2021     1776

26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი ფირუზ იორამაშვილის განცხადებით, მას სეტყვის მოსვლიდან მეორე დღესვე მიეცა შესაძლებლობა, რომ კუთვნილი დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ყურძენი შპს „მოსავლის მართვის კომპანიას" ჩააბაროს. სოფელ გავაზში ვენახების დაზიანების ხარისხი 70-90%-ის ფარგლებშია.

„ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დღესვე მოვიდნენ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას - რაც შეუძლიათ მაქსიმალურად გვეხმარებიან. დასეტყვილი მოსავლის იმავე დღეს ჩაბარების შესაძლებლობა მომეცა და თან დასეტყვილ რქაწითელში 80 თეთრს გვიხდიან. ნამდვილად არ ველოდი ამხელა ყურადღებას, დიდი მადლობა ხელისუფლებას მთელი სოფლისგან" - აღნიშნა მევენეხემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი დღეს პირადად შეხვდნენ სოფელ გავაზში ფირუზ იორამაშვილს და ყველა იმ ღონისძიებების შესახებ აცნობეს, რასაც მთავრობა სეტყვით დაზარალებული მევენახეებისთვის განახორციელებს: მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღეებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ამასთანავე, ფერმერებს, რომლებსაც სტიქიამ სრულად გაუნადგურა ხეხილის ბაღები, სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში, ბაღების აღდგენა სრულად დაუფინანსდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42