ავტობუსები, რომლებშიც აცრის პუნქტი მოეწყობა, თბილისის გარდა შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებშიც განთავსდეს
COVID-19 - 16:40, 27 Aug, 2021     1288

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ავტობუსები, რომლებშიც აცრის პუნქტი მოეწყობა, შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებშიც განთავსდეს, როგორიცაა მაგალითად, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ა.შ.

როგორც მან მედია ვებინარზე აღნიშნა, დაგეგმილია, რომ თბილისის ყველა რაიონში იყოს თითო მოძრავი ავტობუსი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერდება დიდი თავშეყრის ადგილებთან და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ადამიანებს აცრებს შესთავაზებს.

"ასეთი პროექტი დაიწყო თბილისის მერიასთან ერთად - ამცრელი ავტობუსები, როდესაც ავტობუსში მოწყობილია ამცრელი სივრცე, 3 ავტობუსით დაიწყო პილოტი დღეს და ვფიქრობ, რომ ეს გაფართოვდება. გვინდა, რომ თბილისის ყველა რაიონში იყოს თითო მოძრავი ავტობუსი მაინც, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერდება ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილებთან და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ადამიანებს აცრებს შესთავაზებს. დაიწყო პილოტი დღეს 3 ავტობუსით და ალბათ, მერია 10 ავტობუსზე ავა. აქტიურად იქნება ეს პროცესი და თუ კარგად წავიდა, სხვა დიდ ქალაქებში ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში შეიძლება ამ ტიპის პროექტის განხორციელება. ამავე დროს, სერიოზულად მუშაობენ შტაბები, რასაც უშუალოდ მერები ხელმძღვანელობენ. ბევრ მუნიციპალიტეტში ამცრელი სივრცეები იქმნება, რომ აქტიურად იყოს მოზიდული მოსახლეობა ყოველგვარი წინასწარი დაჯავშნის გარეშე",- განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42