კრემლის პროპაგანდისტის თბილისში ჩამოსვლის მიზეზი ცნობილია - ის პუტინის რეჟიმს გამოქცეულ აქტივისტებზე ინფორმაციას აგროვებს და უთვალთვალებს
პოლიტიკა - 13:17, 27 Aug, 2021     2326

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარია კულენკოვა მე-4 დღეა თბილისშია, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი.

კულენკოვა პოლიციამ მას შემდეგ დაკითხა, რაც ქართულმა მედიამ მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ირკვევა, რომ რუსი ჟურნალისტი თბილისში რუსეთიდან გამოქცეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. კულენკოვას საქართველოში ყოფნის შესახებ პოლიციას ინფორმაცია, სწორედ რუსმა აქტივისტებმა მიაწოდეს. ისინი ამბობენ, რომ "რენ ტივის" ჟურნალისტი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს.

კულენკოვას დაკითხვა პოლიციაში გუშინ, 26 აგვისტოს, 5 საათი გაგრძელდა, თუმცა მან შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"მომხდართან დაკავშირებით პოლიციას სრული ინფორმაცია მივაწოდე. ადამიანი, რომელიც რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიიდან არის, პირადად ჩემგან ცდილობდა ინფორმაციის მიღებას. მეკითხებოდა იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ეძებდა. ასევე აინტერესებდა, ვიცნობდით თუ არა ალექსეი ნავალნის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა და რუსეთის ლიბერალური პარტიის წევრებსაც. აინტერესებდა საქართველოში ამ ადამიანების საქმიანობა და მათი შემოსავლის წყარო",-ამბობს ერთ-ერთი რუსი აქტივისტი.

რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პამფილოვი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტები საქართველოში გადაადგილდებიან, დაზვერვისთვის ინფორმაციას აგროვებენ და კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ.

"ისინი დაზვერვისთვის ინფორმაციას აგროვებენ და კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. ამ ყველაფრის უკან, რუსეთის სამხედრო დაზვერვა, KGB და დაინტერესებული სპეცსამსახურები დგანან. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში კოორდინატორებიც ჰყავდეთ, ეს ადამიანები დაქირავებული პირები არიან. მათი მიზანი უმეტესად, ადამიანების დისკრედიტაცია, გატაცება და განადგურებაა, ისევე როგორც ამას, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ამზადებენ",-თქვა ოლეგ პამფილოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42