"ოცნების" კვლევით, "ოცნება" ყველგან ლიდერობს - სარჯველაძემ შედეგები გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 13:05, 27 Aug, 2021     1578

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ჩატარებული შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%.

კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს ხმას გამოკითხულთა 60.1% მისცემდა, ნიკა მელიას კი 29.2%.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 47.4%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 25.2%; „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ 4.9%; „საქართველოსთვის“ - 4.7%; „მოქალაქეები“ - 3.2%; „ლელო“ - 2.4%; „პატრიოტთა ალიანსი: -1.9%; „ევროპული საქართველო“ -1.8%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1.7%; „გირჩი“ - 1.1%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.7%; „ერთიანი საქართველო“ - 0.7%; სხვა პარტიები - 4.3%.

ამ მონაცემებით თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 22 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ 12 მანდატი. „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ 2-2 მანდატი.

თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილი რეიტინგები - კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა: კახა კალაძე 60.1%; ნიკანორ მელია 29.2; სხვა კანდიდატები 10.7%.

"ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, სადაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79.2%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42