ზუგდიდის ყოფილი მერი და ახლა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შენგელია სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გახარიას "მაზაკვალი" უწოდა.
შენგელია წერს, რომ ღარიბაშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რას და სად ამბობს, რათა მომავალში "ბოროდ" არ გამოჩნდეს, რაც მეგრულად სულელს ნიშნავს.
"სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ "ბოროდ" [სულელად] აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.
მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა! [ვინ არის მაზაკვალი (ეშმაკი, დამთარსველი, მზაკვარი) და ვინ არა, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ!]" - წერს შენგელია ფეისბუქზე.
მასალის გამოყენების პირობები