ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს რეკლამა "სიძულვილის ენის" მიზეზით დაბლოკა და ეთერში არ გაუშვებს.
"ძალიან კარგია, ასევე ეს არის დადასტურება პირდაპირ იმისა, უსმინეთ მათ ტელევიზიას და პოლიტიკოსებს, გვაბრალებენ ჩვენ ყველაფერს იმას, რასაც თვითონ სჩადიან, სჩადიოდნენ ფიზიკურად, ასევე ახლა ვერბალურად, ძალადობა, ზიზღი და აგრესია მათგან მომდინარეობს.
ამის ნათელი მაგალითია მაგალითად, მთავარი არხი და მისი სატელიტი ტელეკომპანიები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან სიძულვილის პროპაგანად. მანამ, სანამ ნაცმოძრაობა, სააკაშვილი და მისი სატელიტები იქნებიან პოლიტიკაში, ვწუხვარ ვივარაუდებ, რომ ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდება მათი მხრიდან", - თქვა მან.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. ტელეკომპანიის მტკიცებით, რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებს. ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები