განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიკიდევ ერთხელ ამბობს, რომ ჭეშმარიტად განათლებული თაობის მისაღებად, აუცილებელია არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს. ჩხენკელმა პირველად ამის შესახებ 17 აგვისტოს, ქობულეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა. დღეს კი მარტვილის მერობის კანდიდატის წარდგენისას იგივე გაიმეორა:
"ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არიან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო თავის მხრივ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს, ზოგადად, ჩვენი რეფორმის წარმატებაში და ხარისხიანი განათლების დამკვიდრებაში. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ჩვენმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს"- თქვა ჩხენკლმა.
მასალის გამოყენების პირობები