ფრაქცია "ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები “მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმაზე, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრა სამუშაო ტიპის იქნება.
“ახლა, მიმდინარეობს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება ბრიუსელის მხრიდან, რომელიც მიღებული იქნება საპასუხოდ, თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს საკუთარ პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეთანხმებას აღარ აღიარებენ.
დღევანდელი შეხვედრა არის ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამუშაო შეხვედრა, როდესაც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ”, - აღნიშნა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები