მერაბიშვილი: პროკურატურამ გადაწვიტა ჩემი „დაკაჩავება“ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე
სამართალი - 18:43, 23 Dec, 2013     2234

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მის ირგვლივ მიმდინარე საქმეებზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: “როდესაც ვაანალიზებ ბოლო დღეების მოვლენებს, ვფიქრობ, ვხვდები რაშიც მდგომარეობდა მთავრობის, უფრო სწორად კი პირადად ივანიშვილის გეგმა.

პროკურატურამ დაინახა, რომ ქუთაისში მუდმივი ტარებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. საზოგადოებამ იცის, რომ სასამართლო სხდომების დროს, დღეში შვიდი საათი მიწევს მგზავრობა წინ და უკან.

ვფიქრობ, რომ ამიტომაც გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ჩემი გატეხვა შეიძლებოდა. იმ ღამის დეტალები საზოგადოებამ უკვე იცის, ამიტომ ხელახლა აღარ მოვყვები. მთავარი კითხვა, რაც დამრჩა პროკურორთან საუბრის შემდეგ იყო ის, რატომ გადაწყვიტეს ჩემი „დაკაჩავება“ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე. ისინი წელიწადზე მეტია ხელისუფლებაში არიან და წესით, უკვე ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაში საეჭვო არაფერია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზურა ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ საქმეში საეჭვო და გამოსაძიებელი არაფერია. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანი გახდებოდა, მთავარი იმ მომენტში ემოციური ფონის შექმნა იქნებოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არც ციხის კადრები გამოუძიებია ვინმეს, და არც ამ საქმეში მთავარი დამნაშავეები დაუსჯია. ქვეყანაში შეიქმნებოდა დაახლოებით ისეთი ემოციური ფონი, როგორიც ციხის კადრების შემდეგ შეიქმნა.

ამ ფონზე მათთვის მარტივი იქნებოდა როგორც გიგი უგულავას, ისე გიგა ბოკერიას და სხვა ლიდერების დაპატიმრება და სააკაშვილისათვის ბრალის წაყენება. ამას კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პრაქტიკულად ერთადერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიის გაქრობა მოჰყვებოდა.

რატომ ახლა? ჯერ ერთი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეორეც იმიტომ, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ სწორედ ახლა, ვილნიუსის სამიტის დასრულებიდან ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე აქვს ფანჯარა, რათა ივანიშვილის დავალება შეასრულოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს”, - წერს მერაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42