დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო
პოლიტიკა - 13:36, 26 Aug, 2021     906

სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ, „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით, თბილისში ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისათვის და საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის და ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, თბილისის მერიაში სხვადასხვა ა(ა)იპ-ი შეიქმნა. მათ შორისაა „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, რომლის ერთ-ერთ მიმართულება თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. ამ მიზნით, დედაქალაქში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო, მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.

„აღნიშნული ოთახები საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა. სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე - 111-ზე ზარით, ასევე, თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის მოეწყო შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში, N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში, N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში, N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში, N191-ე ბაგა-ბაღში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42