"როგორ შეიძლება, განვიხილოთ მკაცრი ლოქდაუნები? ის ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა, დღეს გამოდიან, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, გვაქვს ამის გამოცდილება. მაშინ მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი გადავკეტეთ. ღამე აეწყო ყველა გამშვები პუნქტი და პოლიციასთან და სუს-თან ერთად, მთლიანად ჩვენ ვუწევდით პროცესს კოორდინაციას. ამაზე ადვილი რა არის?! რა უნდა რესტორნების და სასტუმროების დაკეტვას, ან სხვა საწარმოების, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! რა თქმა უნდა, არა, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა და ე.წ შემოთავაზება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა. ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია" - თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები