ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე, სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს:
"20 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
სამსახურებრივი შემოწმების შედეგის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






