"ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, "ოცნების" ხელისუფლება კი ისე არაადეკვატურად იქცევა, დიდი შანსია ამ დახმარებაზე უარი ათქმევინონ" - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 15:12, 25 Aug, 2021     1128

პარტიის "ტრიბუნა" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე საუბრობს ღარიბაშვილისთვის მიშელის მითითებაზე ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულების შესახებ .

იგი აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, "ოცნების" ხელისუფლება კი ისე არაადეკვატურად იქცევა, დიდი შანსია ამ დახმარებაზე უარი ათქმევინონ:

"ის, რომ საქართველოში არც რეფერენდუმია გაუქმებული და არც "ქართულ ოცნებაზეა" მისი გაუქმება დამოკიდებული და რომ რეფერენდუმში მონაწილეობს ყველა პოლიტიკური პარტია, უნდა "ოცნებას" ეს თუ არა, ამაზე პირდაპირ მეტყველებს ღარიბაშვილისთვის მიშელის მითითება ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულების შესახებ.

მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, "ოცნების" ხელისუფლება კი ისე არაადეკვატურად იქცევა, დიდი შანსია ამ დახმარებაზე უარი ათქმევინონ.

რადგან "ქართულ ოცნებაში" რეფორმებზე და ხალხზე კი არა, ერთადერთი რაზეც ფიქრობენ როგორ იომონ, იბრძოლონ უღირსი მეთოდებით, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ და ბოლომდე როგორ გაატყავონ ადამიანები.

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ წინ ზამთარია გაზრდილი კომუნალურებით, გაორმაგებული გადასახადებით და გაზრდილი პროცენტებით... ქვეყანა კი ისე დაინგრა, აღარც ეკონომიკა გვაქვს და არც ჯანდაცვა და არც პერსპექტივა. დახმარების გარეშე კი ეკონომიკა კიდევ უფრო ჩამოიქცევა, სუბსიდირება კი წარმოუდგენელია" - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42