საინფორმაციო ბრიფინგი რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ
საზოგადოება - 13:53, 25 Aug, 2021     1180

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა.

კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან მისი რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რეგისტრაციიდან მოხსნილმა, რეგისტრაცია ძალადაკარგულმა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი. აღნიშნული პროცედურის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით.

მივმართავთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11 სექტემბრის ჩათვლით და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და შესაბამისად ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42