სახალხო დამცველი აცხადებს,რომ არჩევნების გადადება/არგადადების საკითხი არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეპიდემიოლოგიური საკითხია. მისივე თქმით, გასულ წელს შემთხვევების რაოდენობა არჩევნების შემდეგ გაიზარდა.
"ეპიდემიოლოგებიც აღიარებდნენ, რომ არჩევნები ეს არის ერთე- ერთი ფაქტორი, რაც ზრდის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობას. შესაბამისად, დღეს როცა ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არის რეალურად იმდენად გადატვირთული, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე, რომ სტუდენტები ჩავრთოთ ჯანდაცვის მომსახურების სფეროში, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუკი ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და შესაბამისად ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა?რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებისა და ადამიანის უფლების, სიცოცხლის უფლების ხარჯზე", - აღნიშნავს ლომჯარია.
ომბუდსმენის თქმით, არჩევნების გადადებისთვის პრემიერმინისტრს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რისი საფუძველიც არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გახდება.
"თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს... თუკი ჩვენი ჯანდაცვის სექტორი უკვე გადატვირთულია და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რისი იმედით ატარებს ხელისუფლება ამ არჩევნებს და ვინ გაუწევს დროულ სამედიცინო დახმარებას ადამიანებს, თუ რიცხვი გაგვეზრდება"-ამბობს იგი.
მასალის გამოყენების პირობები