ლალი ანთია: კობა ხარშილაძემ მოკლულ ზურა ჟვანიას სეიფის გასაღები ამოაცალა
საზოგადოება - 15:34, 23 Dec, 2013     5036

გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ქალთა ერთერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული აქციების მუდმივი ორგანიზატორი ლალი ანთია „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულმა კობა ხარშილაძემ, რომელიც ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იყო, მოკლულ პრემიერმინისტრს გასაღები ამოაცალა და ვაშლიჯვრის ოფისში მისი სეიფიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარა.

ლალი ანთია იხსენებს, რომ როცა კობა ხარშილაძეს ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, პირველად შეხვდა, მას სწორედ გარდაცვლილის მობილური ეჭირა ხელში:

„ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ვანო ჩხარტიშვილის მიერ ნაჩუქარი ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, რომელსაც კანცელარიაში, თავის კაბინეტში, სეიფში, ინახავდა და ეს ტელეფონიც ხარშილაძემ წაიღო. მე რომ შევხვდი, მას სწორედ ის ტელეფონი ეჭირა ხელში.

რომ ვკითხე, ეს ტელეფონი რატომ წამოიღე ზურას კაბინეტიდან მეთქი?- ზურამ თვითონ მაჩუქაო, მითხრა. მიდი და არკვიე, მართლა აჩუქა თუ არა, კაცი მკვდარია... მე კი ვიცი არ უჩუქნია და და ხარშილაძემ ეს ტელეფონი ზურას სეიფიდან მოიპარა მისი მკვლელობის ღმეს. მკვდარი გაძარცვა ამ სატანამ, ამ მოროდიორმა! ჟვანია ნაჩუქარი ანტიკვარული იარაღების და სხვა ნივთებს სახლში ინავადა, მაგრამ ბუსა ცელქი ბავშვი იყო და მეუღლეს უთქვამს ზურასთვის, ესენი სადმე სხვაგან შევინახოთ, ბავშვმა რამე ხიფათი არ მოიწიოსო.

ამიტომ ზურამ ეს ნივთები წაიღო და თავისი პარტიის ვაშლიჯვრის ოფისში ინახავდა, დიდი სარდაფი იყო და იქ სეიფში ჰქონდა ჩაკეტილი. ზურას სიკვდილის ღამეს კობა ხარშილაძემ გახსნა ეს სეიფი და ყველაფერი წაიღო. მერე იქიდან წავიდა კანცელარიაში და იქაც გახსნა სეიფი, რომელიც ასევე გამოასუფთვა და ყველაფერი წაიღო... ხარშილაძემ მკვდარ ზურაბ ჟვანიას მანტოს ჯიბიდან ამოაცალა გასაღები და ასე გააღო როგორც ვაშლიჯვრის ოფისის, ისე კანცელარიის სეიფები!

სეიფები რომ გახსნა, ამის მერე ხარშილაძე გლდანში წავიდა თავის სახლში და დაწვა. ჟვანიას მეუღლე, რომ ურეკავდა ხარშილაძეს, ეს ატყუებდა, შეხვედრაზეა შესული, ხუთ წუთში დაგელაპარაკება, ათ წუთში დაგელაპარაკებაო.. რატომ ატყუებდა ხარშილაძე ნინო ქადაგიძეს? პირდაპირ ეთქვა, ჟვანიამ დამითხოვა და არ ვიცი სად არისო!..“, - აცხადებს ლალი ანთია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42