„ეტალონი“ - განათლება და ღირსება! განწყობა, რომელიც ყველას სჭირდება! - ეს მემორანდუმის სლოგანია, რომელიც დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონს“ შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლა-განათლებისა და პროფესიონალიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე რეფორმების მოსახლეობამდე საინტერესო ფორმით მიტანა.
მემორანდუმის შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველაზე ეროვნული მედიაპროექტ „ეტალონის“ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო აღიარებს „ეტალონს“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ და წარმატებულ მედიაპროექტად და კომპეტენციის ფარგლებში ეხმარება, მიაღწიოს საერთაშორისო მასშტატებს. მეორე მხრივ, მედია-პროექტი ეხმარება სამინისტროს პოპულარიაზაციასა და ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანაში.
განათლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ყოველთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






