ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელიაუმძმესი ეპიდვითარების გამო თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხს ეხმაურება.
იგი ამბობს, რომ თუ ლოქდაუნი ან არჩევნების გადადება სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა, ამაზე, პირველ რიგში, პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ.
"თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება არის შესაძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ, ლოქდაუნის დაწესებით ან არჩევნების გადადებით, ჩვენ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, ხომ, ვსაუბრობთ ბატონ გამყრელიძეზე, ბატონ ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას გვითხრან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიებსა და მმართველ მოუწოდა, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ.
მასალის გამოყენების პირობები