"ჩემი მათე ბიჭი, 37 ჰქონდა ტემპერატურა, საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში, გარდაცვლილი გამომყავს და ეს რისი ბრალია?“ – ჟურნალისტი ტრაგიკული ისტორიის შესახებ წერს
COVID-19 - 20:59, 24 Aug, 2021     17001

ჟურნალისტი თამთა ქარჩავა სოციალურ ქსელში საკუთარი ნათესავის გარდაცვალების შესახებ წერს.მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი მათე ბიჭი, 37 ჰქონდა ტემპერატურა, ოჯახს გაუფრთხილდა საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში, 5 დღე საავადმყოფოს კალიდორში დადიოდა. მე-6 ღამეს ცუდად გახდა, ყოველდღე მძიმდებოდა მდგომარეობა. ტელეფონით ველაპარაკე და ასე მითხრა – “თამთა, აქ გავხდი ცუდად, არაფერს არ მიკეთებენ, გოგო ვკვდები”.

ამის შემდეგ დავრეკე ექიმთან, რომელიც მიხსნის – “6% აქვს ფილტვი დაზიანებული, მაგრამ ეს არ არის საშიში, ანთებითი პროცესი არის, მაგრამ თვითონ არის მოდუნებული”. რა თქმა უნდა, ისევ მათესთან დავრეკე და ვეჩხუბე, რატომ ხარ შეშინებული, ექიმს ველაპარაკე, საშიში არაფერი არ არისთქო, ადექი და გაიარეთქო, თავბრუმეხვევა, ძალა არ მაქვსო. ამის შემდეგ ვიგებ, რომ აპარატზე შეაერთეს, ექიმი მიხნის, რომ სუნთქვა უჭირს და ამიტომ შევაერთეთ დროებითო.

გუშინ დილით კი უკვე მდგომარეობა დამძიმდა. ექიმი მიხსნის, რომ 20% აქვს ფილტვი დაზიანებული, ვაძინებთ ტახიკარდია, რომ არ განვითარდესო! ადამიანი, რომელიც საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში, გარდაცვლილი გამომყავს და ეს რისი ბრალია?! ვის ინტერესში შედის პაციენტის მდგომარეობის დამძიმება?! რა დგას ამის უკან?!

ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები აუცილებლად, გპირდები!!! ჩემი მათე ბიჭი, ჩემი მამიდაშვილი, ჩემი სიცოცხლე ბიჭი დამარცხდა კოვიდთანბრძოლაში, უფალო, სასუფეველსა შენსა დაამკვიდრე მათეს სული, შეხვედრამდე მათე ბიჭო“, – წერს თამთა ქარჩავა სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42