კორონავირუსს სამ-ოთხკვირიანი ტალღა ახასიათებს, შემდეგ გარკვეულწილად სტაბილიზება მოხდება, უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ - კულუმბეგოვი
COVID-19 - 20:19, 24 Aug, 2021     1282

უმძიმესი ეპიდვითარება საქართველოში - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორის რესურსი შეზღუდულია და საწოლების მობილიზება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად აღარ უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეტი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება მოუწევდა.

„რეალურად ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ნიშნულზეა, ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ საწოლების მობილიზება. თუმცა ინფორმაციიდან, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა პროგნოზირების მაგენერირებელ ინსტიტუტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს და მთავრობას აწვდის, ალბათ ჩანს, რომ პიკის პერიოდი გარკვეულწილად გადავლილია.

ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდაზე რომ იყოს მოსაზრება, ალბათ სახელმწიფოს მოუწევდა მეტი შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა. სიმართლე გითხრათ, ქვეყანას, რომ ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ლოკდაუნი. ყოველდღიურად 70 ადამიანი გვეღუპება და შეიძლება ყოფილიყო 50-ით ნაკლები. სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვესმის, რომ ადამიანის ლუკმა-პური დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და ბიზნესთან, ტურისტულ სეზონთან და ასე შემდეგ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც დაემატა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. ამან შეიძლება მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური გავლენის ფორმა ითამაშოს. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს აქტიოურობისკენ მოუწოდა.

„ახლა მთავარია, სახელმწიფომ და ჰოსპიტალურმა სექტორმა, ექიმებმა, მედდებმა, სანიტრებმა გაუძლონ ამ დატვირთვას. სამწუხაროდ, ახლა ზღვარზეა სამედიცინო სექტორი, რისკია ორსულებთან მიმართებით, 50-ზე მეტი ორსული არის კლინიკაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც და სახელმწიფოს დავეხმაროთ, არის ვაქცინაციის ინტენსიფიკაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42