"ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ლომჯარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების "გარე სპიკერად ჩამოყალიბდა".
"სახალხო დამცველი, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რაც ნაცმოძრაობას გააჩნია. საარჩევნო პროცესი, არცევნების დღე, ორგანიზების თვალსაზრისით, რა საკვირველია, იქნება იმ დონეზე ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნეს მინიმუმამდე შემცირებული". - ამბობს იგი.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა, ოპოზიციურ პარტიებსა და ხოლისუფლებას არჩევნების გადადების შესახებ მსჯელობისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები