მუხიანი 2-ში, იაკობის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა
საზოგადოება - 18:05, 24 Aug, 2021     1074


გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რაიონის გამგეობის მიერ იაკობის ქუჩაზე, წყალარინების ქსელი 2 300 გრძივ მეტრზე მოეწყობა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

იაკობის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 577 990 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, სადაც წყალარინების ქსელი და გზის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, მერიისა და გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ცენტრალური კოლექტორი, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების ნაწილზე კი წყალარინების ქსელი მოაწყო. რაიონის გამგეობის მიერ 420 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და 4 029 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარიც დაიგო.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვარდისუბნის ქუჩაზე წყალარინების ქსელი, ხოლო გლდანის გამგეობამ 1 356 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოაწყო. 11 229 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი; წყალარინების ქსელი ასევე, მოეწყო 26 მაისის ქუჩაზე, რის შემდეგაც, გამგეობამ 869 გრძივ მეტრზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა და 7 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა.

საზანოსა და 26 მაისის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე (ქვედა მონაკვეთი), 1 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო; ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩების დამაკავშირებელ ზედა მონაკვეთზე, ზნაკვის ქუჩაზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო, ხოლო 930 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო; გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის საგზაო მონაკვეთზე, დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები განთავსდა, ბეტონის საფარი კი, 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო.

მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო; საგზაო სამუშაოები განხორციელდა ხანძთის ქუჩაზეც, სადაც ასფალტის საფარი 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42