"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ-შენგელი ავსაჯანიშვილი პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის“ შეუერთდა.
შენგელი ავსაჯანიშვილმა მმართველი გუნდი სამი თვის წინ დატოვა და აცხადებს, რომ პარტიიდან წამოსვლის მიზეზი გახდა ის დამოკიდებულება, რომელსაც "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობის მიმართ იჩენენ.
"მმართველი გუნდი ასცდა იმ ღირებულებებს, რომელიც თავიდან ჰქონდათ დასახული. მათ არ ესმით ხალხის ხმა და არ არიან ორიენტირებულნი ხალხის პრობლემებზე. ანა დოლიძის გუნდში გაწევრიანების მიზეზი კი არის, ლიდერის ბიოგრაფია, მისი ბრძოლებით გავლილი გზა და ის საქმეები, რასაც ხალხისთვის აკეთებს. ჩემი სურვილი და მიზანია, ვიბრძოლო ყაზბეგელების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა შენგელი ავსაჯანიშვილმა.
შენგელი ავსაჯანიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიის პირველი ნომერი იქნება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს
მასალის გამოყენების პირობები